ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი გაკვეთილი - მოსწავლეებმა საგნები ააჟღერეს
28-01-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებს მიმართავენ, ზრუნავენ მოსწავლეთა არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნაზე არამედ მათ მრავალმხრივ განვითარებაზე. 

აღსანიშნავია, პირველ კლასში მუსიკაში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „ააჟღერეთ და მოუსმინეთ საგნებს“, რომელსაც მუსიკის პედაგოგი მაია რიჟამაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა უყურეს ვიდეოს, სადაც ნაჩვენები იყო,თუ როგორ ამზადებენ ფერად-ფერად ჟღარუნებს, პოლიეთილენის ბოთლებით, ლობიოსა და ბრინჯის მარცვლებისგან.

მოსწავლეებმაც დაამზადეს საკრავი - ჟღარუნა. შემდეგ ეს საკრავი გამოიყენეს თავიანთ საკლასო სავარჯიშოშიააჟღერეს საკრავი და მოუსმინეს როგორ ხმას გამოსცემს წვრილს თუ ბოხს.

მოსწავლეებს ასეთი ქმედებებითა და აქტივობებით უვითარდებათ მუსიკალური სმენა, რიტმისა და მეტრის შეგრძნება, სხარტი აზროვნება, მეხსიერება და ბოლოს შემოქმედებითი უნარები, ახლის მოფიქრებისა და შექმნის სურვილი და უნარი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203