
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე, მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენასა და მოტივაციის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. ამ მიმართულებით განსაკუთრებული იყო წინასაახალწლო პერიოდი.
სკოლაში გაიმართა საახალწლო, ინტეგრირებული ღონისძიება, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სასწავლო პროცესის შემოქმედებითი, მრავალმხრივი და მოსწავლეზე ორიენტირებული ხასიათი.
ღონისძიება დაიგეგმა სამი საგნის - ქართული, სომხური და რუსული ენების - ინტეგრირებით. საახალწლო თემატიკის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები, მუსიკალური ნომრები და თეატრალური წარმოდგენები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, კომუნიკაციების და თვითგამოხატვის უნარების განვითარებას.
საახალწლო ინტეგრირებული ღონისძიებები ალათუმანის საჯარო სკოლაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწავლება შესაძლებელია იყოს, არა მხოლოდ საგანმანათლებლო არამედ შთამაგონებელი, სიხარულით სავსე და მოსწავლეებისათვის დასამახსოვრებელი.
იხილეთ ფოტოები: