
თბილისის N108 საჯარო სკოლაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა.
სკოლაში მოეწყო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული - „გვახსოვდეს, მან ვინც გადაარჩინა ერთი სიცოცხლე, გადაარჩინა სამყარო“, რომელიც ამ დღესთან დაკაშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზანად.
თანატოლგანმანათლებლობის მიმართულებით, ჩატარდა მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები ჰოლოკოსტის თემაზე.
აქტივობები მოსწავლეებმა ქართველი შინდლერელების მემორიალის ყვავილებით შემკობით დააგვირგვინეს.
27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. აღსანიშნავია, ამ დღის აღნიშვნის მიზანი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენება, ანტისემიტიზმის საფრთხეზე დაფიქრება და ტოლერანტობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრებაა. აღსანიშნავია, რომ თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ტოლერანტულ ღირებულებებზე იზრდებიან.
იხილეთ ფოტოები: