ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - რა გაუქმდა დოკუმენტის მიხედვით
31-01-2026

„ერთიანი ეროვნული და ასევე სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში ცვლილება შევიდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს განათლების მინისტრი, ძალაშია და სახელმწიფო გრანტების ნაწილის გაუქმებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ცვლილებით განისაზღვრა, რომ „პირი, რომელიც შესულია რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ვერ მოხვდა რექტორის ერთიან აქტში დადგენილ ვადაში დაწესებულებისათვის არმიმართვის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის სექტემბრამდე“.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი კი ვალდებულია ვითარების მხედველობაში მიღებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ისე რომ „უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203