
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში კი წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც, რა თქმა უნდა, მოწაფეთა მიღწევებზე აისახება.
ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას და ბრწყინვალე შედეგიც აჩვენეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში კალათბურთელ გოგონათა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი ნოდარ კახაძე გახლავთ.