
საქართველოს სკოლებში სწავლებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქემ მასწავლებლობის უფლება რომ მოიპოვოს, ამისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართოს.
განცხადების ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების (რა საგნის სწავლებაც სურს) დამადასტურებელი დოკუმენტი;
უცხო ქვეყნის მოქალაქის წერილობითი თანხმობა (სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად) მისი უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის აღიარების მიზნით წარდგენასთან დაკავშირებით (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრისთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში).