
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი გაუღო მოსწავლეებსა და თანამშრომლებს.
ცეკვით, სიმღერითა და კარგი განწყობით აღინიშნა ახალი სასწავლო სემესტრის პირველი სასწავლო დღე.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ და საჭირო ცოდნასა და უნარებს მზრუნველი და პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით, დიდი შემართებით ეუფლებიან.
იხილეთ ფოტოები: