ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თოვლის მოსვლა ზეიმად ექცათ
27-01-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოვლის მოსვლით გაიხარეს. 

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ინტერესები უპირველესია, თბილი და ოჯახური გარემო კი სასკოლო ცხოვრების აუცილებელი ნაწილი, მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.

გაკვეთილების შემდგომ, შესვენების დროს პედაგოგებმა ბავშვები ეზოში გაიყვანეს და მათთან ერთად იმხიარულეს. 

თეთრად შეფერილმა გარემომ მოსწავლეებს განწყობა აუმაღლა. მათ თოვლში ითამაშეს, იგუნდავეს და უზარმაზარი თოვლის ბაბუაც დააზადეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203