
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები, რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა განათლების საერთაშორისო დღე.
განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 23 იანვარს იანეულის საჯარო სკოლის VI, VII, VIII, IX, X კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით - „სირთულე სიმარტივეშია“.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა. გინდებში გადანაწილეობული მოზარდები არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ და დასმულ კითხვებსაც ბრწყინვალედ გაართვეს თავი.
ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - „თეორემა“.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ფიზიკასა და მათემატიკის მასწავლებელი ეთერ ქარქუზაშვილი.
იხილეთ ფოტოები: