
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, გამოცხადდა კონკურსი ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების პოზიციაზე.
უწყება 8 ახალი კადრის მიღებას გეგმავს - შრომის ანაზღაურება კი 2400 ლარი იქნება. დაინტერესებულ პირებს განცხადების გაგზავნა 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.
იხილეთ სააპლიკაციო ფორმა
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr3@mandaturi.gov.ge
რაც შეეხება კონკურსის პირობებს, კანდიდატს მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრის აკადემიური ხარისხი ინკლუზიური/სპეციალური განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით; ბ) ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროში ან სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან/პირებთან ფსიქოლოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, კოგნიტური, აკადემიური და ფუნქციური უნარების შეფასების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; გ) ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი); დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების/მოსწავლეების მშობლებისთვის კონსულტირების გაწევის გამოცდილება (სასურველი); ე) შეფასების ანგარიშების წერის გამოცდილება; ვ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; ზ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი); თ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).
კონკურსი გამოცხადდა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: თბილისი - 1 ვაკანსია; კახეთი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია; კახეთი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია; შიდა ქართლი (გორის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია; შიდა ქართლი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია; ქვემო ქართლი (გარდაბნის მუნიცილაპიტეტი) - 1 ვაკანსია; ქვემო ქართლი (რუსთავი) - 1 ვაკანსია; აჭარა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია.