ხელფასები 1880-5000 ლარამდე გაიზარდა - მთავრობის განკარგულება აკადემიკოსებსა და  მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებს ეხება
28-01-2026

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, განისაზღვრა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო.

დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეხება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან წარმოქმნილ ურთიერთობებს.

აკადემიის პრეზიდენტის ხელფასი 5075 ლარი გახდა, ვიცე-პრეზიდენტი და აკადემიკოს-მდივანი 3775, მრჩეველი კი 3500 ლარს მიიღებენ.

აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოსების ხელფასი 1880, ხოლო სწავლული მდივნების ანაზღაურება 1650 ლარი გახდა.

დეტალური ინფორმაცია მეცნიერებათა აკადემიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს შესახებ, იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203