„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სკოლისთვის ამზადებს
03-02-2026

უნდა იყოს თუ არა მზად ბავშვი სკოლისთვის? - აზრთა სხვადასხვაობის გამო, აღნიშნულ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა არის ასპექტები, რომელზეც თითოეული მშობელი, მასწავლებელი, ფსიქოლოგი... თანხმდება - ბავშვი, სკოლაში მისვლამდე, მზად უნდა იყოს გარკვეული დავალებების შესასრულებლად, გააჩნდეს გაკვეთილზე ჯდომის, თანატოლებსა და პედაგოგებთან სწორი კომუნიკაციის უნარები...

ჰოდა, საინტერესოა, როგორ მოვამზადოთ მოზარდი სასკოლო ცხოვრებისთვის და როგორ შევძინოთ საჭირო უნარ-ჩვევები?- კითხვას, რომელიც მუდმივ დილემადაა ქცეული მომავალ პირველკლასელთა მშობლებისთვის, ერთადერთი „სწორი პასუხი“ აქვს: „პირველკლასელთა აკადემიის“ საშუალებით!

ეტალონისა“ და izrune.ge-ს პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი სახელმძღვანელო - „პირველკლასელთა აკადემია“ გახლავთ უნიკალური წიგნი-რვეული, რომელიც ძირითადი საგნების საფუძველს აზიარებს თითოეულ ბავშვს, ასწავლის მეგობრობას, თანატოლებთან სწორ კომუნიკაციას, ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს და „აკადემიის პირველკლასელები“ სკოლაში უფრო ამაყები, უფრო „დიდები“, უფრო წიგნიერნი მიდიან.

აქვე შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ სახელმძღვანელო მხოლოდ ბავშვებისთვის არაა განკუთვნილი „პირველკლასელთა აკადემია“ გახლავთ ერთგვარი გზამკვლევი მშობლებისთვისაც - გვეხმარება იმის გააზრებაში, რომ ჩვენი შვილები სრულფასოვანი პიროვნებები არიან, აქვთ საკუთარი მისწრაფებები, მიზნები და თითოეული ჩვენგანის ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი წარმატების მიღწევაში.

„პირველკლასელებს პატარა მეგობრებად მივიჩნევ, რომელთაც „პირველკლასელთა აკადემია“ დაეხმარება, შეიყვარონ სწავლა“, - ასეთია ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის შეფასებაცა და მიზანიც, რომელიც საკუთარი ძალისხმევით შექმნილი საგანმანათლებლო პროექტების საშუალებით, წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203