ჩაისუბნის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელებმა სწავლების ახალ საფეხურზე გადასვლა აღნიშნეს
05-07-2018
ჩაისუბნის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დამთავრება ღონისძიებით - „დედა ენასთან დამშვიდობება“ აღნიშნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები მშობლებისა და პედაგოგების წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ და პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს სწავლების ახალ საფეხურზე გადასვლა მიულოცეს და სიგელებით დააჯილდოვეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის