სამთაწყაროს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ, ძიუდოისტმა ნიკოლოზ მუშტარაულმა საქართველოს პირველობაზე ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა
26-01-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

სკოლის X კლასის მოსწავლე ნიკოლოზ მუშტარაული გახდა 2026 წლის საქართველოს პირველობის ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის და მოიპოვა ვერცხლის მედალი. შედეგი, რომელიც დიდ შრომას, ნებისყოფასა და სპორტულ ღირსებას ასახავს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა პირველივე შეხვედრაში მიღებული ფეხის ტრავმის მიუხედავად, არ დათმო ბრძოლის სურვილი: შეძლო მომდევნო შეხვედრების წარმატებით ჩატარება და ფინალამდე ღირსეულად მისვლა. სამწუხაროდ, ტრავმამ არ მისცა შესაძლებლობა ფინალში ასპარეზობის, თუმცა მისი გამოსვლა ნათლად აჩვენებდა, რომ ოქროს მედალიც სრულიად რეალური იყო.

ნიკოლოზი ძიუდოში ემზადება ლაშა ბექაურის სახელობის სპორტულ დარბაზში, სადაც მას ამზადებს მწვრთნელი კახა წიკლაური.

სკოლის დირექცია და სკოლის დირექტორი ქალბატონი ეკატერინე ჩიტაური დიდი სიხარულითა და სიამაყით ულოცავს ნიკოლოზს ამ გამარჯვებას და უსურვებს ჯანმრთელობას, მტკიცე ხასიათს, სპორტულ წინსვლასა და მრავალ ახალ ტრიუმფს.

„ვულოცავთ, ნიკოლოზს და მის მწვრთნელს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და გულწრფელად ვუსურვებთ კიდევ უფრო მაღალ მწვერვალებს. ვულოცავთ ასევე ნიკოლოზის მშობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი შრომის გზაზე გვერდით დგას. ეს გამარჯვება ნამდვილად საამაყოა ჩვენი სკოლის, ჩვენი სოფლის და მთელი თემისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203