
საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების ნაწილს იანვრის კუთვნილი ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღია, არადა ანგარიშსწორება როგორც წესი, თვის 25 რიცხვისთვის ხდება.
რატომ იგვიანებს ხელფასები? - საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების გასარკვევად, etaloni.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ დღეიდან, 26 იანვრიდან დაიწყება საჯარო სკოლებში ანაზღაურების დარიცხვა.
„შესაძლოა დღეიდან დაირიცხოს... „ესქულის“ ბაზებიდან მონაცემებს 25-ის მდგომარეობით იღებენ... დღეიდან დაირიცხება“...
საქმე ის გახლავთ, რომ სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან ცხრილები იცვლება, შესაბამისად, საათების რაოდენობაც - აქედან გამომდინარე, მცირე შეფერხება იანვარსა და სექტემბერში, ხელფასის გაცემას ახლავს ხოლმე.
რაც შეეხება იმას, რატომ აიღეს საჯარო სკოლების ნაწილში პედაგოგებმა ანაზღაურება, განვმარტავთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი (ძალზე მცირე რაოდენობა) ხაზინაზე ჯერ არ გადასულა, ამიტომ დაერიცხათ ხელფასები შედარებით ადრე.