
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია წინასაახალწლო პერიოდი, პედაგოგებმა მოსწავლეებს საინტერესო სადღესასწაულო დღეები აჩუქეს.
გაიმართა საახალწლო ღონისძიება, რომელიც სითბოთი, შემოქმედებითობითა და სადღესასწაულო განწყობით გამოირჩეოდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ: წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, ასევე დამსწრე საზოგადოებას გულწრფელი საახალწლო მილოცვებით მიმართეს.
ღონისძიების ავტორი იყო მუსიკის მასწავლებელი ჟუჟუნა კახაძე, რომელმაც ეს ზღაპრული სანახაობა სხვა მასწავლებლების მხარდაჭერითა და ჩართულობით წამოადგინა.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა, თენგიზ გობაძემ, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
როგორც სკოლაში აღნიშნავნ, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სკოლის ერთიანი და მეგობრული გარემო და შეუწყო ხელი სასკოლო საზოგადოების გაერთიანებას.
იხილეთ ვიდეო: