
2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ზოგადსაგანმანათლბელო დაწესებულებებში 300-ზე მეტი მოსწავლე 20 წლის და მეტისაა - მოსწავლეების რიცხოვნობა სკოლებში ასაკისა და სქესის მიხედვით სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, საჯარო და კერძო სკოლებში რესგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობა 644243-ია. მოსწავლეთა სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია აქამდეც მოგვიწოდებია თქვენთვის, თუმცა ახლა გვინდა, ყურადღება ასაკობრივ ჭრილზე გავამახვილოთ. ჯერჯერობით სრული ზოგადი განათლების მისაღებად მოსწავლეებმა 12 წელი უნდა ისწავლონ, იმის გათვალისწინებით რომ სწავლის დაწყების ასაკი 5-6 წელია (არსებული კანონმდებლობით სწავლის დაწყება იმ მოსწავლეებსაც შეუძლიათ რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლიღ უსრულდებათ) სკოლის დარულებისას მათი ასაკი 17-18 წელია. თუმცა აღასნიშნავია, რომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის სკოლებში 19 წლის 200 მოსწავლე გვყავს, ხოლო 20 წლის და მეტის 311.
19 წლის მოსწავლე გოგონების რაოდენობა 90-ია, ხოლო ბიჭების -110;
20 წლის და მეტი ასაკის მოსწავლე გოგონების რაოდენობა 151-ია; ბიჭების 160.