
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი პროგრამები, საგნების მიხედვით ცნობილია; ცნობილია მათ შორის ისიც, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებს, 2024 წლისთვის ამოღებული რიგი ნაწარმოებები დაემატა.
გარდა ამისა, საინტერესოა, შეიცვალა თუ არა ქართულის ტესტის გრამატიკის ნაწილი და რისი ცოდნა მოეთხოვებათ აპლიკანტებს ამ მიმართულებით?
ცოდნა შემოწმდება შემდეგი მიმართულებებით: ლექსიკოლოგია, სტილისტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, პუნქტუაცია - რომლებიც მოიცავს:
სინონიმების, ომონიმების, ანტონიმების, პარონიმების, დიალექტიზმების, არქაიზმების, ნეოლოგიზმების, ბარბარიზმების, ნასესხები სიტყვების... ცოდნას. ასევე უნდა იცოდნენ, ტავტოლოგია, კალკი, პარონიმები, ევფემიზმები, სინტაქსური წყვილები, ასპექტი, გარდამავლობა და რა თქმა უნდა სასვენი ნიშნები.
სრული საგამოცდო პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, იხილეთ ბმულზე.