3960-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახურმა კონკურსი გამოაცხადა
23-01-2026

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.

კანდიდატს მოეთხოვება: 

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან ოკუპაციური თერაპიის  მიმართულებით;

ბ) სამუშაო გამოცდილება - ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;

გ) ქცევის მართვის საბაზისო კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

დ) ქცევის სირთულეების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება  (სასურველი);

ე) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

ვ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

ზ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

თ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);

ი) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

აღნიშნულ პოზიციაზე ხელფასი 3960 ლარია, ვაკანტური ადგილების რაოდენობა კი - 1; კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. სამოტივაციო წერილისა და განაცხადის წარსადგენი ფორმა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203