გზამკვლევი პედაგოგებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის: არ გამოიყენოთ ეს სიტყვები...
21-03-2026

ინკლუზიური განათლება - ეს ტერმინი უკვე წლებია განმარტებას აღარ საჭიროებს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიც ორიენტირებულნი არიან, თანასწორუფლებიანი გარემო მაქსიმალურად უზრუნველყონ თითოეული მოსწავლისთვის, თუმცა სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ შშმ პირთა მიმართ გარკვეული სტიგმები (საბედნიეროდ უკვე ნაკლებად) მაინც შემორჩენილია და ჩვენ, უფროსებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს გარკვეულ ტერმინთა გამოყენებისას.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ გამოყენებული  ტერმინები განსაზღვრავს პერსპექტივას, თუ როგორ განიხილება შეზღუდული შესაძლებლობა. ხშირად გაუცნობიერებლად და წლების განმავლობაში დამკვიდრებული არასწორი ტერმინებით ვაქრობთ შესაძლებლობას, შშმ პირები აღვიქვათ თანასწორუფლებიან მოქალაქეებად“... ამიტომ მათზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, რა სიტყვებს ვიყენებთ. ზოგი ტერმინი პატივისცემას გამოხატავს და თანასწორ დამოკიდებულებას აძლიერებს, ზოგი კი შეიძლება შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი იყოს, თუნდაც უნებლიეთ.

განსაკუთრებით ბეწვის ხიდზე გავლა უწევთ პედაგოგებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ კეთილგანწყობილი გარემო საკლასო სივრცეში.  გთავაზობთ გზამკვლევს „ტერმინოლოგია და ცნებები შეზღუდული შესაძლებელობის შესახებ“, რომელიც შეიქმნა ევროკავშირისა  და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რომელიც ტერმინთა სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203