ბრიტანელი მოსწავლეები ბლოგერებს უფრო ენდობიან, ვიდრე მასწავლებლებს - კვლევა
21-02-2026

დიდ ბრიტანეთში მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სოციალური მედიის გავლენა მოსწავლეებზე სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებით კი ეს თვალსაჩინოა წინასაგამოცდო პერიოდში.

საგანმანათლებლო პლატფორმა Save My Exams-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, GCSE გამოცდებისთვის მოსამზადებლად მოსწავლეთა დაახლოებით 74% სოციალურ მედიაში ბლოგერებისა და გავლენიანი ადამიანების რჩევებს იყენებს.

გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა ინფლუენსერებს საკუთარ მასწავლებლებზე მეტად ენდობა, ხოლო 38%-მა მასწავლებლების რეკომენდაციების ღირებულებაში ეჭვი შეიტანა, აქვე აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 9%-მა სცადა გაერკვია, ჰქონდათ თუ არა ბლოგერებს მასწავლებლის კვალიფიკაცია.

მასწავლებლები ხაზს უსვამენ, რომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ზოგიერთი ვიდეო მცდარ და დაუზუსტებელ ინფორმაციას შეიცავს, რაც პრობლემას ქმნის. ამიტომ საგამოცდო ორგანოები განიხილავენ რეკომენდაციების შემუშავებას დაუდასტურებელი წყაროების გავლენის შესაზღუდად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203