სკოლის დირექციისა და პედაგოგების საყურადღებოდ - სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება
22-01-2026

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი 2026 წლის 23 იანვარს, 17:00 საათზე ონლაინ ვებინარს ჩაატარებს, თემაზე - „ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის კოორდინირებული მუშაობა“.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის მუშაობის სპეციფიკა, სტრუქტურა და ჯგუფის შეხვედრებზე განსახილველი საკითხები - კერძოდ:

ვინ არიან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის წევრები;

რა არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის თითოეული წევრის ფუნქცია-მოვალეობა და პასუხისმგებლობები;

რა სიხშირით იმართება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრა და რა ძირითადი საკითხები განიხილება თითოეულ შეხვედრაზე.

საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია სკოლის დირექციისთვის, მასწავლებლების, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისა და მშობლებისთვის.

ონლაინ შეხვედრა ჩატარდება Team-ის პლატფორმის საშუალებით. შეხვედრაზე დასწრებას შეძლებთ ბმულის გამოყენებით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203