საჭიროა დოქტორის ხარისხი ან მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება - განაცხადის წარსადგენად 5 დღე გაქვთ
22-01-2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების​ შერჩევა იწყება - საკონკურსო განაცხადები 22-დან 28 იანვრამდე მიიღება.

საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) აკადემიურ ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ასევე მოეთხოვება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით/პროცესებში მონაწილეობით ან/და მიღებული განათლებით.

განცხადებას უნდა დაერთოს ავტობიოგრაფია (CV); ცნობა სამუშაო ადგილიდან; უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად); კანდიდატის წერილობითი თანხმობა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე.

თუმცა, კომისიას აქვს უფლებამოსილება, კანდიდატს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203