
2026 წლიდან საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები 10%-ით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.
შესაბამისი დადგენილება უკვე მიიღო საქართველოს მთავრობამ და რესურსცენტრში შტატით გათვალისწინებული თანამდებობის პირთა ანაზღაურების ოდენობებიც გამოაქვეყნა. აღსანიშანავია ისიც, რომ განკარგულებას, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს ვრცელდება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
იხილეთ შტატით გათვალისწინებული თანამდებობების დასახელება და სარგო თვეში ერთ ერთეულზე.
რესურსცენტრის უფროსი - ხელფასი 2880 ლარი;
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ხელფასი 1760 ლარი;
მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ხელფასი 1920 ლარი
პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - ხელფასი 1360 ლარი.