„ახალი წელი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენი ერთიანობის, სიყვარულისა და ტრადიციების ზეიმი“ - ტრადიციადქცეული ღონისძიება ეშტიის N1 სკოლაში
21-01-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო წელი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

29 დეკემბერს, სკოლაში გაიმართა ტრადიციული ღონისძიება - „ახალი წელი“, რომელშიც I-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და ახალი წელი დიდი სიხარულით იზეიმეს.

„სცენაზე თითქოს ახალი წელი ჩამოვიდა სტუმრად, დღესასწაულმა გააერთიანა სიმღერა, ცეკვა და მუსიკა, რითაც მოსწავლეებმა მაყურებელს ახალი წლის სილამაზე და სასწაულის განცდა გაუზიარეს.

ამ დღეს ყველამ ერთად - სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა შევქმენით სითბოთი და დადებითი ემოციებით სავსე დღესასწაული, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ახალი დასაწყისი გახდა.

ახალი წელი“ კიდევ ერთხელ გახდა ჩვენი სკოლის ერთიანობის, სიყვარულისა და ტრადიციების ზეიმი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203