„ნაძვის ხეებისა და ვარსკვლავების ჯადოსნური ფესტივალი“ ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში 
21-01-2026

ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. წინასაახალწლო დღეები კი სკოლის კედლებში ზღაპრულ თავგდასავლად იქცა. 

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და საახალწლო ზღაპარი გააცოხლეს. 

ყველა გოგონა ნაძვის ხედ იქცა - სიმტკიცისა და სითბოს სიმბოლოდ, ხოლო ყველა ბიჭი-- ვარსკვლავად, სინათლისა და გზის მაჩვენებლად. ერთად ავაშენეთ: „თოვლის ბაბუს ზღაპრული სამყარო“ პატარებმა უპასუხეს საინტერესო კითხვებს. მოეწყო მშობელთა მხიარული შეჯიბრი. ფესტივალის დასასრულს ყველა პატარა გმირი დაჯილდოვდა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

დღე მოსწავლეებმა ზღაპრის გმირებთან ცეკვა-თამაშით დაასრულეს. მოსწავლეებს ლამაზი საღამო სადღესასწაულო ცენტრმა აჩუქა. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203