
მთავრობის განკარგულებით, განათლების სამინისტროს, მიეცა თანხმობა, განსაზღვროს სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდი. დოკუმენტი კი, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირალი კობახიძე აწერს, ძალაშია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან.
სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ანაზღაურება თვეში 150 ლარი იქნება
დოკუმენტით დაგინდა, რომ, განათლების მინისტრის ანაზღაურება თვეში იქნება 13 600 ლარი, პირველი მოადგილის ხელფასი კი 12 000.
რაც შეეხება მოადგილეებს, მათი თანამდებობრივი სარგო 11 600 ლარით განისაზღვრა (მინისტრს სამი მოადგილე ჰყავს და ისინი ჯამში თვეში 34 800 ლარს აიღებენ);
მინისტრის თანაშემწე 4 480-ს, პირველი მოადგილის თანაშემწე - 4 480-ს, მოადგილეების თანაშემწეები 4 000 ლარს მიიღებენ.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ანაზღაურება 9 600 ლარი, ხოლო მოადგილის - 7 200 ლარი იქნება. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თვეში 5 600-ს მიიღებს.
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სარგო 3 680-ით, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სარგო 3 200-ით, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სარგო კი 2 880 ლარით განისაზღვრა. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი კი 2 400 ლარს მიიღებს.
ჯამში, მთავრობის დადგენილება განათლების სამინისტროში დასაქმებულ 180 ადამიანს ეხება, რომელთა ხელფასებისთვის 10 მილიონ 500 ათასი ლარია განსაზღვრული.