
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ემპათიას, სიკეთის კეთებასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან. სწორედ ამ მიზნს ემსახურება ყოველწლიური„ტკბილეულის აქცია“.
„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება დირექციის, მოსწავლეების, მშობლებისა
და მასწავლებლების აქტიური თანამშრომლობით. აღნიშნული აქცია უკვე წლებია ტარდება სკოლაში.
აქციის ფარგლებში I–XII კლასის მოსწავლეები აგროვებენ სხვადასხვა სახის ტკბილეულს, რომელიც შემდგომ სკოლაში სპეციალურად გამოყოფილ „სიკეთის კარადაში“ თავსდება, შემდეგ მოსწავლეები მომზადებულ ტკბილეულის ჩანთებს სოფლის მოსახლეობას ურიგებენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს თანადგომის, სიკეთისა და თანაგრძნობის წახალისებას და საზოგადოების გაერთიანებასა და გაძლიერებას.
იხილეთ ფოტოები: