ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა ​დაუვიწყარი საახალწლო მეჯლისი
20-01-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლამ მოსწავლეებს ზღაპრული წინასაახალწლო დღეები აჩუქა. 

სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. რაღა თქმა უნდა, წინასადღესასწაულო დღეებში მოსწავლეებს არაერთი ღონისძიება მოუწყვეს. 

აღსანიშნავია, „საახალწლო სასწაული“ მე-5 კლასში.

„ახალი წელი სასწაულების მოლოდინის ჟამია. გული იმედით ივსება და ყველაზე ჩვეულებრივი დღეც კი ზღაპრად შეიძლება იქცეს. სწორედ ამ ჯადოსნურმა მოლოდინმა გააერთიანა მე-5 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც გულწრფელი ემოციებითა და ბავშვური ფანტაზიით გააცოცხლეს საახალწლო სასწაული“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლალი კაშიას ხელმძღვანელობით, გაიმართა დაუვიწყარი საახალწლო მეჯლისი. სცენა ნამდვილ სამეფო დარბაზად გარდაიქმნა - განათებული ნაძვის ხე, ფერადი დეკორაციები და კოსტუმირებული შოუ ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნიდა . კეთილი ფერიები ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით ნაცნობ ისტორიებს ახალ სიცოცხლეს სძენდნენ და მაყურებელს აოცებდნენ მოულოდნელი გარდასახვებით:

• პეპი გრძელწინდამ ნაძვის ხე ჭერზე დაკიდა და დარბაზი გულწრფელი სიცილით აავსო;

• ბურატინო მიხვდა, რომ წიგნი ყველაზე დიდი საგანძურია;

ფიფქიამ ბოროტ დედინაცვალს თავი დააღწია და უსაფრთხო თავშესაფარი ჯუჯების თბილ ქოხში იპოვა;

კონკიამ ოცნების მეჯლისზე უფლისწულთან ერთად იცეკვა და ბედნიერების ზღაპრული წუთები შეიგრძნო;

• მგელმა და წითელქუდამ მტრობა მეგობრობით შეცვალეს და მაყურებელი დაარწმუნეს, რომ სიკეთეს ყველაფერი შეუძლია.

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი, სავსე სინათლით, სიხარულითა და საახალწლო სასწაულის რწმენით. გილოცავთ შობა-ახალ წელს! დაე, ეს წელი ყოფილიყოს სიხარულის, წარმატებისა და ჯადოსნური ამბის დასაწყისი!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203