
პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდებში მონაწილე გარკვეულ კატეგირიას გამოცდაზე რეგისტრაციისას გადახდილი თანხა დაუბრუნდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა ელექტრონულად შეუძლიათ პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდებში მონაწილე იმ პირებს, რომელთაც:
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს;
საპრეტენზიო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი;
აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადებზე;
საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება.
განაცხადები მიიღება 30 დეკემბრის 15:00 საათიდან 30 იანვრის 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით შემდეგ ბმულზე: https://online1.naec.ge/oapp
თანხა მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.