
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორის შერჩევის მიზნით.
ა) კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენის ვადა hr.gov.ge- ზე 2026 წლის 16 იანვრიდან 2026 წლის 20 იანვრის ჩათვლითა შესაძლებელი;
ბ) თანამდებობრივი სარგო - 2774 ლარი;
გ) ადგილების რაოდენობა - 2 (ორი);
დ) სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი;
ე) გამოსაცდელი ვადა - 6 (ექვსი) თვე.
იხილეთ - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
1. მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის, დაწესებულებაში სტუდენტთა ადგილების, მათ შორის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე ზღვრული რაოდენობის გაზრდის, და სააპელაციო საჩივრების განხილვის პროცესების განხორციელება და კოორდინირება, კერძოდ:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და დაწესებულებაში სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდისა პროცესების განხორციელება და კოორდინირება - საავტორიზაციო, დაწესებულებაში სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის, განაცხადის განხილვა, ავტორიზაციის მაძიებლობის ან საფასურის განსაზღვრის პროცესების განხორციელება, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დაგეგმვა-კოორდინაცია, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის პროექტის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და დაინტერესებული მხარეებისათვის გაცნობა, ავტორიზაციის საბჭოს სხდომების ჩატარების ადმინისტრირება და კოორდინირება;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის პროცესის განხორციელება და კოორდინირება - სააკრედიტაციო განაცხადის განხილვა, აკრედიტაციის მაძიებლობის პროცესის განხორციელება, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის
დაგეგმვა-კოორდინაცია, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის პროექტის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და დაინტერესებული მხარეებისათვის გაცნობა, აკრედიტაციის საბჭოს სხდომების ჩატარების ადმინისტრირება და კოორდინირება;
გ) ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილებების, სხდომის ოქმებისა და ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფების დასკვნების საჯაროობის) პროცესის კოორდინირება;
დ) სააპელაციო საჩივრების განხილვის პროცესის განხორციელება და კოორდინირება - განაცხადის განხილვა, წარმოებაში მიღების უზრუნველყოფა, სააპელაციო საჩივრის განხილვის საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრის უზრუნველყოფა, სააპელაციო საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზება-ადმინისტრირება, სხდომის ოქმების, გადაწყვეტილებების გაფორმების და მათი საჯაროობის პროცესის კოორდინირება;
ე) საავტორიზაციო, სააკრედიტაციო, დაწესებულების, მათ შორის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის, სააპელაციო საჩივრებისა და დამდგარი შედეგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებისა და დამუშავების პროცესის კოორდინირება.