„საამაყოა ჩვენი სკოლისა და მთელი თემისთვის!“- არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლის - ანა ბუჩუკურის წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში
16-01-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

IX კლასის მოსწავლე ანა ბუჩუკურმა საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში, 2009-2011 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის, III ადგილი მოიპოვა და დაეუფლა ბრინჯაოს მედალს.

ანა ძიუდოში ემზადება ლაშა ბექაურის სახელობის სპორტულ დარბაზში, სადაც მას ამზადებენ მწვრთნელები: კახა წიკლაური და ტარიელ ბექაური.

სკოლის დირექცია და სკოლის დირექტორი ქალბატონი მაია სიმონიძე დიდი სიხარულითა და სიამაყით ულოცავს ანას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და უსურვებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს სპორტულ ასპარეზზე.

„ვულოცავთ, ანას ამ წარმატებას, ასევე მის მწვრთნელებსა და მშობლებს. ეს გამარჯვება ნამდვილად საამაყოა ჩვენი სკოლისა და მთელი თემისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203