მთავრობამ სტუდენტთა სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო
18-01-2026
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იმ პირებს, რომლებმაც სწავლის დაფინანსება 2026 წლამდე მოიპოვეს, ის 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით შეუნარჩუნდებათ.
 
როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იმ პირების სწავლის დაფინანსება, რომლებმაც ის მოიპოვეს/რომლებიც მას მოიპოვებენ 2026 წლამდე, სახელმწიფოს მიერ გაგრძელდეს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით იმავე ოდენობითა და პირობებით, რომლითაც/რომლებითაც ეს დაფინანსება აღნიშნულ პირებს მოპოვებული ჰქონდათ 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე.  

ამ პირების  სწავლის დაფინანსება უზრუნველყოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

ზემოაღნიშნული სტუდენტებისთვის 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით სახელმწიფოს მიერ სწავლის დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლების სამინისტრომ, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე გამოცემული  2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203