„სიკეთისა და მეგობრობის საახალწლო დღესასწაული“ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში
16-01-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის IVდ კლასში ჩატარდა გამორჩეული და შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ოსკარ უაილდის ცნობილ ნაწარმოებს - „ბედნიერი პრინცი“.

ღონისძიების მთავარი სათქმელი იყო ისეთი მარადიული ღირებულებების წარმოჩენა, როგორებიცაა სიკეთე, ერთგულება და მეგობრობა. მოსწავლეებმა დიდი ემოციითა და გულწრფელობით გადმოსცეს ნაწარმოების ძირითადი იდეა - სხვისი ტკივილის გაზიარება, უანგარო დახმარება და ადამიანური სითბოს ძალა. ბავშვების მიერ შესრულებულმა სცენებმა მაყურებელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია სიკეთის კეთება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ღონისძიების მუხტი კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა ამღერებული მშობლები წარდგნენ მაყურებლის წინაშე. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათი მონაწილეობა სითბოთი, ერთიანობისა და მხარდაჭერის განცდით გამოირჩეოდა და საღამოს განსაკუთრებული ემოციური ფონი შესძინა.

ღონისძიებას განსაკუთრებული სიხარული და მხიარულება შემატა მთავარი სტუმრის, Dati’s Show-ის წამყვანის - დათი ხიმშიაშვილის დასწრებამ.

„მისი უნიჭიერესი, თბილი და თავმდაბალი პიროვნება დაუვიწყარი აღმოჩნდა ბავშვებისთვის. დათიმ გულწრფელი საუბრისა და პოზიტიური ენერგიის მეშვეობით დიდი მოტივაცია მისცა მოსწავლეებს და დღე ნამდვილ დღესასწაულად აქცია“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიტერატურა ბავშვების სულიერი განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა, ხოლო მსგავს აქტივობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათი ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ციცვიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203