ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ზღაპრული „საშობაო მოგზაურობა“ 
16-01-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო სემესტრი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

III კლასის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს. საახალწლო ღონისძიება სახელწოდებით - „საშობაო მოგზაურობა“ დატვირთული იყო ინგლისური და ქართული ლექსებითა და სიმღერებით.

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ. 

პატარებმა მაყურებელი სხვადასხვა ქვეყანაში ამოგზაურეს და ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები გააცნეს. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მასწავლებელმა, თამარ აბდალაძემ, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს, მათ შემოქმედებითობას კი ახალისებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203