მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები ტკბილეულის ქარხანას სტუმრობდნენ
16-01-2026

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა - შორენა გოგალაძემ და VI კლასის კლასის დამრიგებელმა - თამარ ოდიაშვილმა, მოსწავლეებთან ერთად, საინტერესო ვიზიტი განახორციელეს „ბარამბოს“ ტკბილეულის ქარხანაში.

V და VI კლასის მოსწავლეებზე ნატახტრის ტკბილეულის ქარხანა „ბარამბოში“ სტუმრობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მათ საკუთარი თვალით იხილეს ნივთიერებათა ფიზიკური და ქიმიური გარდაქმნის ციკლი: როგორ იქცევა მყარი მასა დნობის, შერევისა და გაციების შედეგად უგემრიელეს პროდუქტად.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. სპეციალური ეკიპირება - ხალათები, ბახილები და ქუდები - ბავშვებისთვის მხოლოდ ფორმა არ ყოფილა. მათ პრაქტიკულად გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიკროორგანიზმებისგან დაცვა კვების მრეწველობაში.

მოსწავლეებმა დასვეს სიღრმისეული კითხვები ინგრედიენტების წარმოშობასა და ემულგატორების ბიოლოგიურ როლზე.

„ვიზიტმა აჩვენა, რომ ასეთი არაფორმალური განათლება მკვეთრად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ხელს უწყობს მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203