
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული გარემო, დირექცია და პედაგოგები ბავშვების მოტივაციასა და მათი განწყობის ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია წინასაახალწლო დღეები. სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრის მიწურულს არაერთი საზეიმო აქტივობა თუ სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა.
აღსანიშნავია, Iდ კლასის მოსწავლეთა ზღაპრული ღონისძიება.
Iდ კლასის უსაყვარლესმა გოგო-ბიჭებმა განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით მიულოცეს თანატოლებს, მშობლებსა და მთელ სკოლას დამდეგი შობა-ახალი წელი. ღონისძიება პედაგოგ მაკა ჭელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
„ალილოს საგალობლით მათ სკოლის დერეფნებში მხიარული მსვლელობა მოაწყვეს, ხოლო შემდეგ ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას. გულებში კი სითბო, სიხარული და საახალწლო განწყობა დაამკვიდრეს. ბედნიერი 2026 წელი!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: