
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული წარმატებით ამაყობენ.
VIIIა კლასის მოსწავლეებმა - ელენე ინასარიძემ და ანთუსა ჭელიძემ ფარიკაობაში საერთაშორისო ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს.
ფარიკაობაში, წინასაახალწლო, საერთაშორისო ღია პირველობა თბილისში გაიმართა.
„ჩემმა გოგონებმა - ელენე ინასარიძემ და ანთუსა ჭელიძემ ხმლით ფარიკაობაში U14 ში მე-3 ადგილი დაიკავეს, ხოლო „კადეტებში“ U17, ელენემ პირველი ადგილი, ანთუსკამ მესამე ადგილი!!!
ვულოცავ გოგონებს - ფარიკაობის ვარსკვლავებს, მომავალ მსოფლიო ჩემპიონებს! იამაყე ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.