
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ თვითშეფასება განახორციელონ 2027 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ:
„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ ამ დებულების 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყოველწლიური თვითშეფასება განახორციელონ 2027 წლის 1 იანვრის შემდგომ. ამასთან, თვითშეფასების განხორციელების კონკრეტული პერიოდი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.