
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დმანისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის ნათელი მაგალითია წინასაახალწლო დღეები.
სკოლამ მოსწავლეებს ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა აჩუქა.
საზეიმოდ, საახალწლო დეკორაციებით მოირთო სკოლა, გაიმართა არაერთი სადღესასწაულო აქტივობა თუ ღონისძიება.
სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობით წარდგნენ მოსწავლეები და ახალი წელი მასწავლებლებთან ერთად იზეიმეს. ღონისძიება გამორჩეული იყო ლამაზი სასცენო ნომრებით, სადღესასწაულო განწყობითა და ბავშვური ემოციებით.
მოსწავლეებს ამ ლამაზი დღეების ემოციები დღემდე მოჰყვებათ.