თუ მასწავლებლები სასწავლო წლის ბოლომდე არ შეიცვლიან სტატუსს, დირექტორებმა კონკურსი უნდა გამოაცხადონ - განმარტება პრაქტიკოს პედაგოგებთან დაკავშირებით
15-01-2026

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა, მასწავლებელთა მხოლოდ სამ სტატუსს ითვალისწინებს: უფროსს, წამყვანს, მენტორს; თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (არაქართულენოვან სკოლებსა და სექტორებში) დღემდე არიან პედაგოგები პრაქტიკოსის სტატუსით, რომელთათვის 2025 წლის შემოდგომით გამოცდა ჩატარდა.

გასაგებია, რომ გამოცდაჩაბარებული მასწავლებლები უფროსის სტატუსს მიიღებენ, თუმცა საინტერესოა, რა ელით მათ, ვინც კომპეტენცია ვერ, ან ნაწილობრივ დაადასტურა?

ამის თაობაზე სქემის დოკუმენტში განმარტებულია, რომ  „არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს“.

ხოლო თუ მანამდე სტატუსს ვერ შეიცვლიან, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, ერთი თვით ადრე, დირექტორებმა კონკურსი უნდა გამოაცხადონ:

„იმ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე დასაქმებული პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილას, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ვერ შეიცვლიან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე“, - აღნიშნულია სქემაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203