საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯადოსნური საახალწლო ზღაპარი 
14-01-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო სემესტრი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

წინასაახალწლოდ სკოლაში ჯადოსნური განწყობა დატრიალდა, მოსწავლეებმა დღესასწაულები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. 

ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - წაიკითხეს თემატური ლექსები, გააცოცხლეს ზღაპრის გმირები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, ჩაერთნენ სახალისო თამაშებში.

დამრიგებელმა ჟუჟუნა მარკოიძემ მოსწავლეებს, შობა-ახალი წელი მიულოცა და ბედნიერი დღესასწაულები უსურვა. 

„გილოცავთ ჩემო საყვარელო პატარებო დამდეგ 2026 წელს. ეს წელი ყოფოლიყოს სიხარულის, სიყვარულის ხვავისა და ბარაქის მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 
 
ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა იხილეთ - ბმული1, ბმული2, ბმული3, ბმული4
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203