
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა.
სკოლის დირექცია მოსწავლის - თამარ ბენაშვილის წარმატებას დიდი სიხარულითა და სიამაყით გვიზიარებს.
თამარ ბენაშვილმა გაიმარჯვა Yale Young Global Scholars (YYGS) 2026 საერთაშორისო აკადემიურ პროგრამაში, რომელიც ტარდება იელის უნივერსიტეტში (Yale University), ამერიკის შეერთებულ შტატებში.
YYGS არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული აკადემიური პროგრამა, სადაც ყოველწლიურად 13,000-ზე მეტი მოსწავლე მსოფლიოს 135-ზე მეტი ქვეყნიდან აგზავნის განაცხადს. თამარი შერჩეულ კანდიდატთა შორის მოხვდა, რომლებიც აპლიკანტების დაახლოებით 10%-ს წარმოადგენენ.
პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლე ორი კვირის განმავლობაში შეისწავლის პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებებს და იმუშავებს გლობალურ საკითხებზე სხვა საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად.
„ვულოცავთ თამარს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: