
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა შექმნა.
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციები გააცნეს.
მრავალფეროვანმა წარმოდგენებმა, კოსტიუმირებულმა და შემოქმედებითმა ნომრებმა ღონისძიება კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახადა.
მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ჯადოსნური ახალი წლის მოლოდინი გაუზიარეს.
სკოლის დირექცია შობა-ახალ წელს მთელ საქართველოს ულოცავს.
„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! 2026 წელი იყოს სიხარულის, წარმატებების, მშვიდობისა და ახალი შესაძლებლობების მომტანი ყველასთვის! გისურვებთ ჯანმრთელობას და უამრავ ბედნიერ წუთს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო1