
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის წინასაახალწლო დღეებში შთამბეჭდავი ექკურისია მოეწყო.
მე-4 კლასელები, პედაგოგებთან ერთად, დედაქალაქს სტუმრობდნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თბილისში, მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული ექსკურსია მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილება აღმოჩნდა.
მისი მთავარი მიზანი იყო ბავშვებისთვის თეატრის და მუზეუმის გაცნობა. აღნიშნული ექსკურსია იქცა ცოცხალ გაკვეთილად, სადაც თეატრი, მუზეუმი და შემეცნებითი გართობა ერთ მთლიანობად გაერთიანდა და ბავშვებს დაუტოვა შთამბეჭდავი საგანმანათლებლო შედეგი.
პედაგოგი ლია აფციაური მადლობას უხდის ყველა ვისაც გასვლითი ღონისძიების წარმატებით წარმართვაში მიუძღვის წვლილი.
„მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექციას და მშობლებს თანადგომისთვის, ასევე მძღოლს -ზაური დიმიტრაძეს საუკეთესო ექსკურსიის წარმართვისთვის.
იხილეთ ვიდეო