
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც როგორც მოსწავლეთა მოტივაციაზე, ისე მათ აკადემიურ მიღწევებზე აისახება.
ამჯერად, სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლის ნიკოლოზ ბენაშვილის აკადემიური წარმატებით ამაყობენ.
სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბენაშვილი გახდა UWC (United World Colleges) საერთაშორისო პროგრამის გამარჯვებული.
ის საქართველოს მასშტაბით შერჩეულ ოთხ მონაწილეს შორისაა, რომლებიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში, სწავლას IB (International Baccalaureate) პროგრამით გააგრძელებენ.
UWC აერთიანებს 18 კოლეჯს მსოფლიოს მასშტაბით 4 სხვადასხვა კონტინენტზე. სწავლა მიმდინარეობს IB (International Baccalaureate) პროგრამით, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ და გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებით.
„უპრეცედენტო მოვლენა ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ისტორიაში! სკოლა ამაყობს ნიკოლოზის ამ მნიშვნელოვანი მიღწევით და წარმატებებს უსურვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: