
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო სემესტრი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
წინასაახალწლოდ სკოლაში ზღაპრული განწყობა დატრიალდა, მოსწავლეებმა ძველი წელი ზარ-ზეიმით გააცილეს და ახალ წელს კი სასკოლო საზოგადოებას ბედნიერება და სიყვარული უსურვეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - ბავშვებმა გააცოცხლეს ზღაპრის გმირები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, ჩაერთნენ სახალისო თამაშებში.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ამავე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა - თეა ფხიკიძემ.
სკოლის დირექცია მთელ საქართველოს ულოცავს შობა-ახალ წელს.
„მუხურის N2 საჯარო საჯარო სკოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს ხვავის, ბარაქის, სიკეთის და სიყვარულის წელი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: