
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან სკოლაში, ხელოვნების მასწავლებლის - ირმა ბუღაძის ხელმძღვანელობით, გამოფენა მოეწყო.
გამოფენა მე -5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეების ჩართულობით, გაიმართა. გამოიფინა მოსწავლეთა შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები. წარმოდგენილმა ნახატებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა.
რგანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელსა და მოსწავლეებს იმ სიამოვნებისათვის, რაც მათი ნამუშევრების ხილვით განიცადა დამთვალიერებელმა.