
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებით აქტივობებში ჩართულობა წახალისებულია, მათი წარმატება კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში ბარბარე თაბაგარის წარმატებით ხარობენ.
სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ წარმატებით იასპარეზა სამეჯლისო ცეკვების კონკურსში, სადაც მონაწილეობდა სამეჯლისო ცეკვის სტუდია „ელეგანტის“ სახელით.
მისი შრომა და მონდომება დაფასდა - ბარბარე დაჯილდოვდა მედლითა და დიპლომით.
„გვახარებს, რომ ჩვენი მოსწავლეები აქტიურად ვითარდებიან სკოლის ფარგლებს გარეთაც, იძენენ ახალ გამოცდილებას, ავლენენ საკუთარ ნიჭს და ღირსეულად წარმოაჩენენ როგორც საკუთარ თავს, ისე სკოლას. ვულოცავთ, ბარბარეს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებასა და წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს წინსვლას უსურვებენ.