„ლიტერატურული პორტრეტები“ - საინტერესო პროექტი​ შუაგორას საჯარო სკოლაში
14-01-2026

ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში, ხორციელდება საინტერესო პროექტი სახელწოდებით - „ლიტერატურული პორტრეტები“ . 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ქართველ მწერლებს, მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას, მათ შესახებ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს, ეს ყველაფერი კი ავტორების, მათი პერსონაჟებისა და ეპოქის გააზრებას უწყობს ხელს და კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

პროექტის ფარგლებში სკოლაში საინტერესო ვიდეორგოლი მომზადდა. ვიდეორგოლი მოგვითხრობს  გიორგი ლეონიძის ერთი ლექსის ისტორიას. საუბარია ლექსზე - „არ დაიდარდო, დედაო“. 

ვიდეორგოლში ისმის კითხვა თუ ვის მიუძღვნა ლექსი ბუმბერაზმა მწერალმა და გაცემულია პასუხი შემდეგ კითხვებზე - უცნობი ქართველი თუ ლევან ლეონიძე? ტრაგიკული ხვედრის ქართველი მეცნიერი, გიორგი ლეონიძის უფროსი ძმა?

აღსანიშნავია, რომ ასეთი პროექტები სკოლაში ლიტერატურას აცოცხლებს და მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ტექსტი არა მხოლოდ წაიკითხონ ან ისწავლონ, არამედ გაიზრონ მისი სიღრმე და მნიშვნელობა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203